სიახლეები
-
22 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ქუთაისში, პარლამენტთან, სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულების მშენებლობა მიმდინარეობს
გახშირებული ავარიების გამო ქალაქში, კუნძულებთან ერთად შუქნიშნებიც ემატება.
9 აპრილის ქუჩაზე, უსაფრთხოებისთვის კუნძულების და შუქნიშნების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მოადგილესთან კონსტანტინე ქავთარაძესთან ერთად დაათვალიერა.
გასულ წელს 24 სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და 6 ახალი შუქნიშანი დამონტაჟდა.