სიახლეები
-
22 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზები მოეწყობა
ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარი შემდეგ მონაკვეთებზე მოეწყობა:
სოფელ ზედა ორღულში - საბადურებისკენ მიმავალი და წმინდა გიორგის სალოცავზე მისასვლელი გზა;
სოფელ ქვედა ორღულში - სასაფლაოსკენ მიმავალი გზა (ორივე მხრიდან);
სოფელ ჩიხაში - ზედა ცუხიშვილების უბანი;
სოფელი სხვიტორში - ზაბახიძეებისა და ქუქჩიშვილების უბანი;
გზების მოწყობის სამუშაოს ინდმეწარმე მურმან ტოგონიძე 72 228 ლარად შეასრულებს. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.