სიახლეები
-
Hyperlapse Batumi - სულ სხვა ბათუმი სულ სხვა ობიექტივში
და აი, ისიც! მაყურებელს უკვე საშუალება აქვს, ბათუმს სულ სხვა თვალით შეხედოს! ეს კი, ისევ და ისევ, Robbie RG Commercial-ის დამსახურებაა.
როგორც მანამდეც გაცნობეთ, რობიმ, რომელიც ყველაზე გახმაურებული, ორიგინალური და ლამაზი ვიდეოებითაა ცნობილი, ბათუმში ორი ნამუშევარი გადაიღო. პირველი მათგანი დრონითაა გადაღებული და ეკრანზე ბათუმის ულამაზეს ხედებს შლის. მეორე კი, რომლის პრემიერაც სულ რამდენიმე საათის წინ შედგა, Hyperlapse-ტექნოლოგიით შეიქმნა. დაუჯერებელიც კია, რომ ის, რასაც მაყურებელი უყურებს, 24 000-ზე მეტი ფოტოს შეერთებითაა გაკეთებული!Hyperlapse Batumi-ს პრემიერასთან დაკავშირებით, OK! მთავარ გმირს - რობი გევორქოვს ესაუბრა. "გადაღებები საკმაოდ რთული იყო იმიტომ, რომ წვიმიანი ამინდი დაგვემთხვა. თუმცა, მაინც შეუჩერებლად ვიღებდით. პროექტის განხორციელებაში მათე მათეშვილი მეხმარებოდა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი! ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბათუმში გამომეხმაურა და დახმარება შემომთავაზა. წინ კიდევ ბევრი გეგმაა და ნელ-ნელა საქართველოს ყველა ქალაქს გადავიღებ" - აღნიშნა რობიმ ჩვენთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ „Hyperlapse Batumi“ Robbie RG Commercial-ის ახალი გრანდიოზული პროექტის - Discover Georgia-ს პირველი ნაწილია, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეების ამსახველი ვიდეოებით გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ადამიანებისათვის დაუვიწყარ და უნიკალურ სანახაობას შექმნის. Thouse.ge რობის წარმატებულ პრემიერას ულოცავს და კიდევ ბევრ საინტერესო იდეას უსურვებს.





