სიახლეები
-
19 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ბათუმი ცენტრალში ახალი საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი გაიხსნა
ბათუმი ცენტრალში ახალი საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი გაიხსნა. რიგით მეცხრე საინფორმაციო ცენტრს რკინიგზის სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ
ახალ საინფორმაციო ცენტრში რკინიგზის მგზავრებსა და რეგიონის სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. იქვე იქნება შესაძლებელი აჭარაში დამზადებული ადგილობრივი სუვენირების, პროდუქტებისა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით კონკრეტული ტურების შეძენაც.