სიახლეები
-
19 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ანაკლიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების 90% დასრულებულია
ანაკლიაში წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების 90%-ი დასრულებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მშენებლობა 20 მილიონი ლარით ფინანსდება და ზაფხულის სეზონის დასასრულს ანაკლიას ახლი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება.
უკვე შესრულებული სამუშაოები და ობიექტზე მიმდინარე პროცესები დაათვალიერა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ.
პროექტის დასრულების შემდეგ, ობიექტი სრულად აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკური დანადგარებითა და ადმინისტრაციული ოფისით. განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც წყლის ხარისხის კონტროლს ყოველდღიურად განახორციელებს.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარებისა ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
მშენებლობის ხარისხს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია, ქართველ კოლეგებთან ერთად უწევს კოორდინირებას.