სიახლეები
-
19 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
სადმელისა და კაკაბაძის დამაკავშირებელი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის ნაძალადევის რაიონში, სადმელისა და კაკაბაძის დამაკავშირებელი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე ბორდიურები მოეწყო და ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო.
როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 800 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “დინ გრუპი” აწარმოებდა.