მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  მაისი  2017

    ქუთაისში ჩინური ინვესტიციით სამვარსკვლავიანი სასტუმრო 'ჰუალინგი' გაიხსნა

    ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში სამვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰუალინგი" გაიხსნა. სასტუმრომ ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო, თუმცა სატესტო რეჟიმში ერთი წელი იმუშავა, ამჯერად კი განახლებული სერვისებით დაიწყო ფუნქციონირება.

    სასტუმროს გახსნას დღეს ქალაქის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ. სასტუმროში დასაქმებულია 22 ადგილობრივი. ამ ეტაპისთვის სასტუმრო სამსართულიან შენობას მოიცავს. პირველ სართულზე განთავსებულია 2 დიდი და 9 პატარა საკონფერენციო დარბაზი, ასევე, 200 კაციანი საბანკეტო დარბაზი, ხოლო დანარჩენ სართულებზე მდებარეობს 40 სხვადასხვა ტიპის ნომერი, რაც საშუალებას იძლევა სასტუმრომ სრული დატვირვით მიიღოს რამდენიმე ორგანიზაცია და ტურისტული კომპანია.

    კომპანია "ჰუალინგს" აქვს ფილიალები თბილისსა და ბათუმში. კომპანია სასტუმროს გარდა, სამშენებლო და სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიულ ზონებს ფლობს.


პარტნიორები