მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  მაისი  2017

    მესტიაში მდინარე ნაკრაზე ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობა მიმდინარეობს

    მესტიის მუნიციპალიტეტის, ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში, მდინარე ნაკრაზე ნაპირდამცავი ხის ჯებირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

    სამუშაოებს ასრულებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "ჯეირანი" (ტენდერის განცხადების ნომერია NAT160003378).

    სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ღირებულებაა 71 804 (სამოცდათერთმეტი ათას რვაას ოთხი) ლარი.

    შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისისა და ივლისის თვეში, გადაუღებელი წვიმებისა და უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე "ნაკრა" გადმოვიდა კალაპოტიდან.

    მდინარის ფერდობზე გვერდითი ეროზიის გააქტიურებამ გამოიწვია მეწყერის განვითარება, ჩაიხერგა სოფლებთან დამაკავშირებელი შიდა სამანქანო გზა.

    მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლამ გამოიწვია კერძო მესაკუთრეთა სათიბების დაზიანება და შეიქმნა საფრთხე მდინარის კალაპოტის შეცვლის, რის შედეგადაც სერიოზული ზიანი მიადგებოდა სოფლის მოსახლეობას, ადგილზე იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ნაკრის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა.

    მობილიზებულ იქნა მუნიციპალური სპეც. ტექნიკა, რომელმაც შეასრულა პირველადი ნაპირსამაგრი სამუშაოები.

    ასევე მოხდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და აღნიშნული ინფორმაცია გადაგზავნილ იქნა შესაბამის სამინისტროში შემდგომი რეაგირებისთვის.

    შესაბამისად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა მდინარე ნაკრაზე ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

    ჯებირების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარის 12 მონაკვეთზე. უნდა აშენდეს 192 კუბ/მ მოცულობის ჯებირის ხის კარკასი, რომელიც შემდგომ ამოივსება რიყის ქვით.

    სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია გრუნტის დამუშავება ექსკავატორით, მთლიანად შემოზიდულია მასალა და გამზადებულია 4 გაბიონის ხის კარკასი.

    ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობა უნდა დასრულდეს 30 ივნისამდე.


პარტნიორები