სიახლეები
-
16 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში ძოწენიძის ქუჩის N6-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ვაკის რაიონში, ძოწენიძის ქუჩის N6-ში 112მ სიგრძის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, საყრდენი კედლის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს და ფერდობს ჩამოშლისგან დაიცავს. პროექტის ღირებულება 85 683 ლარს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “მეგაბეტონი”აწარმოებს.