სიახლეები
-
16 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
საქართველო საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას „Caucasus Build” მასპინძლობს
საქართველო საერთაშორისო სამშენებლო გამოფენას „Caucasus Build" ექსპო ჯორჯიას 16-დან 19 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ინდუსტრიული ღონისძიებაა.
ინდუსტრიულ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები: ბაზალტის მწარმოებელი შპს „რება", "მეგადორისის" ბრენდის სახელით ცნობილი რკინისა და ხის მწარმოებელი შპს „ოცნება" და ლამინირებული და დეკორატიულ მინის, მინის აბაზანების და ნიჟარების მწარმოებელი შპს „GlassWork"-ი წარადგენენ.
შპს „რება" დაშპს „ოცნება" პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ინფრასტრუქტურული და ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობენ.
სამივე კომპანიას 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ინდუსტრიული ღონისძიება საუკეთესო ადგილია პროვაიდერებისათვის, რომლებიც სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტექნოლოგიების სერვისებზე მუშაობენ. გამოფენაზე საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს და დაინტერესებულ პირებს, საშუალება ეძლევათ გაცვალონ ღირებული ინფორმაცია და დაგეგმონ სამომავლო ბიზნეს ურთიერთობები.