მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  მაისი  2017

    ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

    ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. 
    როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილი, დიდთოვლობის გამო გვიან შემოდგომაზე იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.
    ”საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც, ამ დროისთვის ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


პარტნიორები