მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  მაისი  2017

    „საქართველოს ფოსტა“ თანამედროვე კონსტრუქციის ფოსტის ახალი შენობების მშენებლობას ქალაქ ბორჯომში და გურჯაანში მიმდინარე წელს დაასრულებს.

    საქართველოს ფოსტა სერვის ცენტრების რებრენდინგს იწყებს

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ ახალი კონსტრუქციის პირველი ცალკე მდგომი სერვის ცენტრი თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრნენ.

    თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალი სერვის ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიურ სერვისებს სთავაზობს. რებრენდინგის შემდეგ თიანეთის რაიონი რიგით 25-ე სერვის ცენტრია თანამედროვე ექსტერიერითა და ახალი კონსტრუქციით.



    საქართველოს ფოსტამ თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად მსგავსი სტანდარტებისა და კონსტრუქციის 4 ახალ სერვის ცენტრი დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გახსნა. თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის ცენტრებიდან ვიდეო ჩართვები განხორციელდა, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეო ტრანსლაციის მეშვეობით საშუალება მიეცათ პარალელურ რეჟიმში დაკვირვებოდნენ კახეთის სერვის ცენტრების გახსნას.

    როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, ფოსტის ახალი სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე მთიანი რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებას. „ეს პროექტი თიანეთის რეგიონიდან დავიწყეთ, რომლის მოსახლეობაც გამოირჩევა საფოსტო პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით და მოთხოვნით. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღეთ, რომლის აღსრულებაც დღეს დაიწყო და გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწობს რაიონში ბიზნესის განვითარებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

    „საქართველოს ფოსტა“ თანამედროვე კონსტრუქციის ფოსტის ახალი შენობების მშენებლობას ქალაქ ბორჯომში და გურჯაანში მიმდინარე წელს დაასრულებს.


პარტნიორები