სიახლეები
-
თბილისში ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისში ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ახალი ბორდიურების მონტაჟი. საგზაო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს "ენ სი სი" აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.








