მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  მაისი  2017

    თეატრის ეზოში 8 მეტრის სიმაღლის კაფე შენდება?

    გახმაურებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში თეატრალური კაფე გაიხსნება.

    მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეზოს ნაწილი 2012 წელს შპს "კონიკოს" იჯარით გადაეცა. მას ადგილზე 15 წლიანი იჯარა აქვს აღებული, რაც შესაძლებლობას აძლევს ტერიტორია სურვილისამებრ გამოიყენოს.

    მერიის მიერ გაცემულ ოფიციალური ნებართვა ვკითხულობთ, რომ კაფე 7, 80 მეტრის სიმაღლის იქნება.

    ინფორმაციას ხეების შესაძლო მოჭრის შესახებ კატეგორიულად უარყოფენ მერიაში. ხეების მოჭრის შესაძლებლობას ასევე გამორიცხავს თეატრის მეიჯარე - არტკაფე "ბლუზის" და "ბარსას" მეპატრონე ზაზა ჭელიძე, რომლის თქმითაც, მას მშენებლობასთან კავშირი არ აქვს, თუმცა ირწმუნება, რომ ადგილზე ჯერ არაფერი იგეგმება და მომავალშიც არცერთი ძირი ხე არ დაზიანდება.

    "მე არ ვიცი, რა ხდება, არ არის ჩემი ეგ ადგილი. ვიცი, არაფერი კეთდება, თუმცა მომავალში, რომც გაკეთდეს, არაფერი დაზიანდება"-აცხადებს ჭელიძე.


    აღსანიშნავია, რომ თეატრი კულტურული მემკვიდეროების სტატუსს ატარებს და მის ეზოში დაგეგმილ მშენებლობაზე ნებართვა შესაბამისმა სააგენტომ უნდა გასცეს, რომელიც საკითხს სწავლობს.

    თეატრის ეზოში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიამ გაახმაურა. გოგი წულაიას თქმით, მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია არასრულია, თუმცა მასში გარკვევით წერია, რომ ეზოში თეატრალური კაფეს მშენებლობის შესახებ ნებართვა გაცემულია.

    ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ნებართვა ღია ტიპის კაფეს მოწყობაზე გაიცა, არა რაიმე ტიპის მშენებლობაზე.

     

     

     

    newpress.ge


პარტნიორები