მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  მაისი  2017

    მშენებლობა უკანონოა - რაც ააშენეს დასანგრევია"

    ბეგლარ სიორიძის მმართველობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც გაიღვიძეთ! ოზურგეთში ტროტუარებზე და პარკებში უკანონო მშნებლობების ნამდვილი ბუმია, რისგანაც ვერ გვიცავს ვერც ხელისუფლება და ვერც სამართალდამცავი ორგანოები რაც მათვარია დუმს ქართული ოცნებაც.


    ნათქვამია ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრის, თამარ ნადირიძის მიერ, დღეს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში,რომლითაც დეპუტატი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, შადრევანთან მიმდინარე უცნაურ მშენებლობას გამოეხმაურა. ინფორმაციას გთავაზობთ სრულად.


    ქალაქ ოზურგეთში მუსიკალური ფანტანის მიდებარე ტერიტორიაზე ოზურგეთის მერის მიერ გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით, რამდენიმე დღის წინ, "გურიის მოამბემ" ე საზოგადოებას აცნობა, რომ ამავე ადგილზე დაიდგა უცნაური ფორმის, უსახური ჯიხური, რომელიც ამახინჯებდა იქაურობას. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ხსენებული ფაქტი საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა, რამაც მერია იძულებული გახადა აეღო ჯიხური.


    ამის შემდეგ იმავე ადგილზე დაიწყეს უკვე მყარი კონსტრუქციის ნაგებობის აშენება, გაივსო იქაურობა ,,რასტორით,, და ,,ლაფათქიანი,, ხალხით, მერე დაფაც გამოფინეს უფრო უცნაური შენობის სურათით. სრული საფუძველი მაქვს მოგახსენოთ, რომ მშენებლობა უკანონოა და მას, რომ არ ლობირებდეს მერიის მაღალჩინოსნები, რაც ააშენეს დასანგრევია და მშნებელიც დასაჯარიმებელია.


    თუ კი იმ სურათს, რომელიც იქვე გამოფინეს საინფორმაცი დაფას ეძახის ჩვენი მერი, მაშინ უნდა ითქვას, რომ იგი არ შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო ინფორმაციას, რაც იმის დასტურია, რომ პროექტი დამტკიცებული არ გახლავთ, ანუ ადგილი აქვს მნიშვნელოვან დარღევას, დარღვევაა თუნდა ის, რომ დაფა გამოიკრა მშენებლობის დაწყებასთან ერთად, რადგანაც იგი დიდი ხნით ადრე უნდა განთავსდეს ადგილზე სანამ მშენებლობა დაიწყება.


    კანონმდებლობით, რომელიც სამწუხაროდ ოზურგეთში არ მოქმედებს თუ კი პირი დააპირებს ნაგებობის აღმართვას იგი სხვადასხვა პროცედურებთან ერთად ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობა და ამ მიზნით იგი ვალდებულია მშენებლობის ნებართვაზე განცხადების შეტანის მომენტშივე ამავე მიწის ნაკვეთზე თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს საინფორმაციო დაფა, რომლიც უნდა შეიცავდეს - შენობა-ნაგებობის მისამართს; შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულებას; მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადებს და ნაგებობის სავარაუდო სართულიანობასა და გაბარიტებს.


    ხსენებული დაფა უზრუნველყოფს საჯაროობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დაინტესებულს მანამ სანამ პროექტი დამკიცდება და გაიცემა მშენებლობის ნებართვა წარადგინონ განცხადბებები, წინადადებები და პრეტენზიები. რაც ოზურგეტში სამწუხაროდ მას შემდეგ იწყება რაც მშენებლობა ან მერია გადაწყვეტილებას მიიღებს, საჯაროობა არამარტო ამ შეთხვევაში არაა უზრუნველყოფილი ოზურგეთის მერიის მიერ ამიტომაც პარკების დანგრევის და ტროტუარზე მშენებლობის დაწყების შემდეგ დავა.


    ნებართვის მიღების შემდეგ პირი ვალდებულია ათი დღის ვადაში არსებულ დაფაზე განათავსოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, კერძოდ:


    - შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
    - მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
    - მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
    - შენობის სართულიანობა ან/და გაბარიტები;
    - დამკვეთის სურვილით ობიექტის არქიტექტურული სახე.


    დაფის მოხსნა დაუშვებელია მანამ სანამ შენობა-ნაგებობა ექსპლოტაციაში არ შევა და მისი მოხსნა იგივე პასუსიხმგებლობას იწვევს რაც გათვალისწინებულია დაფის არ არსებო-ბისათვის. კანონმდებლობა ასევე ადგენს პასუხისმგებლობასაც ზემოხსენებული პირობების შესურულებლობისათვის და ამ შემთვევაში ჯარიმა შესაძლებელია იყოს 500 ან 1000 ლარი.


    ასევე გასარკვევია იმ ადგილზე მუნიციპ-ალური სახსრებით დაგებული საფარის ბედიც, რომელშიც საკმაო სახსრები გაიღო ჩვენმა მოქლაქეებმა და რას მივიღებთ ახლა 20-25 ლარს, მერე კი როცა აღნაგობის ვადა გავა ჩვენვე უნდა გადავუხადოთ შენობის ფული პარტონს. მოკლედ რომ ვთქვათ სამწუხაროდ ოზურგეთში არსებულ განუკითხაობას იკიდევ ერთი ელემენტი შეემატა ამ მშენებლობის სახით, პასუხისმგებლობის მომკითხავი კი არავინ ჩანს, რასაც იმედია ოზურგეთელები მომვალი ადგილობრივი არჩევნების წინ მაინც გაითვალისწინებენ -აცხადებს დეპუტატი "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან" თამარ ნადირიძე.

     

    გურიის მოამბე


პარტნიორები