მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  მაისი  2017

    ბიძინა ივანიშვილი: მზად ვარ ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დავაფინანსო

    ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის ბათუმში მეცეთის მშენებლობა დააფინანსოს.
    როგორც ყოფილმა პრემიერმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მას მეჩეთის მშენებლობის დაფინანსება არ გადაუფიქრებია.

    ”თავის დროზე ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ.იყო შეხვედრა, პროექტი იყო უკვე მომზადებული, საუბარი იყო ბათუმში არსებული მეჩეთის გაფართოებაზე. რამდენი მილიონიც არ უნდა დაჯდეს, მე მზად ვარ დავაფინანსო. დღეს მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ დაფინანსებისთვის მზად ვარ. საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

    მან ასევე დასძინა: ”ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელის დროს, ის თავად შედიოდა მეჩეთში და მოილოცებდა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ეს კითხვა არ გაამძაფროთ, ეს საკითხი არ დგას მძაფრად. ტოლერანტობა ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლიათ ჩვენგან ისწავლონ”.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები