სიახლეები
-
14 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
თავისუფლების მოედანზე 20-მილიონი დოლარის ღირებულების ბუტიკ სასტუმრო გაიხსნება
თავისუფლების მოედანზე 20-მილიონი დოლარის ღირებულების ბუტიკ სასტუმრო გაიხსნება. პროექტს სამეშენებლო კომპანია Well House ახორციელებს. "საქმის კურსთან" საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ღვინაძე ამბობს, რომ სასტუმრო 40-ნომრიანი იქნება.
საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო მომდევნო წლის მაისში ან ივნისში გაიხსნება. ამჟად ადგილზე შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
გიორგი ღვინაძე ამბობს, რომ იგეგმებოდა სასტუმროს სახელწოდება „პლაზა დე ლიბერტე“ ყოფილიყო, თუმცა, სახელზე ჩამოყალიბებული ჯერ არ არიან. რაც შეეხება სასტუმროს მართვას, სამშენებლო კომპანია ამას თავად განახორციელებს, თუმცა, დასახმარებელად სპეციალისტებს მოიწვევს.