სიახლეები
-
14 მაისი 2017თქვენი რეკლამა
CAUCASUS BUILD 2017 - მშნებელობის და ინტერიერის გამოფენა
Caucasus Build-ი ექსპო ჯორჯიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძველი გამოფენაა. მშნებელობის და ინტერიერის გამოფენა, 2017-ში ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ოცდამეორეჯერ ჩატარდება. ღონისძიება გაიმართება 2017 წლის 16-19 მაისს, XI პავილიონში.
ერთი ღონისძიება მთელი სექტორისთვის
Caucasus Build-ი არის ყველაზე პრესტიჟული, წამყვანი სამშენებლო ღონისძიება კავკასიის რეგიონში, 150 + მონაწილითა და 4000-მდე ვიზიტორით სამშენებლო ინდუსტრიიდან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან. ეს არის იდეალური შესაძლებლობა ორგანიზაციებისათვის, ჩაერთონ ქართულ და კავკასიურ წარმატებულ სამშენებლო ინდუსტრიაში; შეხვდნენ წამყვან მშენებლებს, დეველოპერებსა და მიმწოდებლებს, როგორც საქართველოდან, ასევე მთელი კავკასიის რეგიონიდან. ვიზიტორების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ფოკუსირებით, Caucasus Build-ი რეგიონის ანალოგიური ინდუსტრიებისათვის გახდა ყველაზე დიდი საკომუნიკაციო პლატფორმა.
ყოველ წელს გამოფენა იზიდავს ათასობით მაღალი დონის სავაჭრო ვიზიტორს, კორპორატიულ და კერძო მყიდველს, რეგიონალურ და საერთაშორისო სტუმრებს და ხელისუფლების თანადგომას. Caucasus Build-ი გარანტიას აძლევს ვიზიტორებსა და მონაწილეებს, რომ ისინი მოგებულნი დარჩებიან გამოცდილი და პროფესიონალურად დაგეგმილი ღონისძიების შედეგად.
საუკეთესო მდებარეობა კავკასიის რეგიონში
Caucasus Build 2017 ჩატარდება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", თბილისის და კავკასიის რეგიონის ერთადერთ საგამოფენო სივრცეში, რომელიც მდებარეობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და უჭირავს 14 ჰექტარი ისტორიული ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. კომპლექსი გარშემორტყმულია ბაღებითა და პარკებით, დაკავშირებული პარკის გზებითა და საფეხმავლო ბილიკებით. საბჭოთა პერიოდის პავილიონები განთავსებულია ტერიტორიაზე, სადაც 1960-იან წლებში ტარდებოდა რეგიონალური გამოფენები.



