სიახლეები
-
19 მაისი 2016
თქვენი რეკლამა
ბათუმი რუსი ტურისტების ფავორიტი ქალაქების სიაშია
ზაფხულის პერიოდში რუსი ტურისტები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებას საშუალოდ 11 დღე გეგმავენ.
ტურისტულმა სერვისმა Travel.ru განსაზღვრა, რომ ბათუმი რუს ტურისტთა შორის სასურველი დასასვენებელი ადგილების პირველ სამეულშია.
კურორტების რეიტინგი 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დამოუკიდებლად მოგზაური ტურისტების მიერ დაჯავშნული ადგილებით შეადგინეს.
სასტუმროების დაჯავშნის ვებგვერდ Oktogo.ru —ს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ბათუმში დასვენებას საშუალოდ 11 დღით, ხოლო თბილისში საზაფხულო მოგზაურობას 4 დღით ჯავშნიან.
რუსეთის კურორტების პირველ ათეულშია სოჭი, ანაპა, გელენჯიკი, კისლოვოდსკი, ზელენოგრადსკი, ლისტვიანკა, სევასტოპოლი, ეისკი და ევპატორია.
Oktogo.ru-ს მონაცემებით, რუსი ტურისტებისთვის დასვენებისთვის შერჩეული უცხოური ქვეყნების ტოპ-ათეულში შედის საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, ჩერნოგორია, ხორვატია, პორტუგალია, საფრანგეთი და საქართველო.