სიახლეები
-
12 მაისი 2017თქვენი რეკლამა
საქართველოში პირველი კერძო ობსერვატორია აშენდება
ასტროფოტოგრაფი დავით დვალი საქართველოში პირველ კერძო ობსერვატორიას ააშენებს – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში. პროექტი დამტკიცებულია და მშენებლობა მაისის ბოლოს დაიწყება.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
6-ტელესკოპიანი ობსერვატორია ძირითადად სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების იქნება.
“გვინდა, ბავშვებმა ნახონ, როგორ გამოიყურება მაგალითად: სატურნი, ორიონის ნისლეული და სხვა ასტრონომიული ობიექტები. გვსურს, ობსერვატორიას მრავალმხრივი ფუნქცია ჰქონდეს”, – ამბობს დავით დვალი.



