სიახლეები
-
12 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
გერგეტის სამებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გერგეტის სამებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება - ამის შესახებ „ლიბერალს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
„სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის სიგრძე 5,66 კილომეტრია. გზის დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე წლის 5 მაისს გაფორმდა“, - განაცხადეს საგზაო დეპარტამენტში.
სატენდერო წინადადებაში ნათქვამია, რომ გერგეტის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის სიგრძე შეადგენს 1430 მ-ს. აქედან, საფეხურები გაკეთდება 300 მ-ზე. ასევე, მოსაწყობია საგზაო ნიშნები და დასასვენებელი ხის სკამები.
სტეფანწმინდა-გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2016 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა და მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ტენდერის გამარჯვებული შპს სამშენებლო კომპანია „მამისონია“, პროექტის საკონტრაქტო ფასი - 1 287 100.00 ლარი.liberali