მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  მაისი  2016

    თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე $80 მილიონი დაიხარჯება

    თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე 80 მილიონი დოლარი დაიხარჯება. თბილისის მერიამ კომპანია "კა დე ვე ჯორჯიასთან" თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე თვეში გააფორმა, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით ითანამშრომლებენ.

    როგორც "ბიზნესკონტაქტს" "თბილსერვის ჯგუფში" განუცხადეს, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის სოფელ ნორიოში მდებარე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორია განიხილება. მათი თქმით, "კა დე ვე ჯორჯიამ" გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დაახლოებით 9 თვეში უნდა წარმოადგინოს. ეს დრო დასჭირდება ასევე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემას. როგორც "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ქარხნის მშენებლობისთვის ერთწლიანი პერიოდია გათვალისწინებული.

     


პარტნიორები