მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  მაისი  2017

    თბილისის ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2 თვეში დაიწყება

    გარდაბანში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 81 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, მშენებლობა კი თვენახევარ-ორ თვეში დაიწყება. ამის შესახებ imedinews-ს თბილისის მერიაში განუცხადეს. ქარხანა თბილისს მოემსახურება.

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ქარხანა დღის განმავლობაში, საშუალოდ1000 ტონა ნარჩენს გადაამუშავებს და სრულად უზრუნველყოფს თბილისის მასშტაბით არსებული მყარი ნარჩენების ათვისებას. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიით იმუშავებს.

    ცნობილია, რომ ქარხანა გარდაბანში, თბილსერვის ჯგუფის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე აშენდება, რომლის ფართობიც 50 ჰექტარია, თუმცა ქარხნის მშენებლობისთვის მხოლოდ 15 ჰექტარს გამოიყენებენ.

    ქარხანა მყარი ნარჩენების გადამუშავების შედეგად, ევრო 5-ის სტანდარტის დიზელს გამოიმუშავებს. გამომუშავებული დიზელის რაოდენობა დღის განმავლობაში ივარაუდება, რომ 400 ტონამდე იქნება. მერიაში აცხადებენ, რომ ეს იმდენად დიდი ოდენობაა, რომ დიზელი ექსპორტზეც კი გავა.

    ქარხანა ასევე შეძლებს ცემენტის წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა კომპონენტის მიღებას, რომელიც ქართულ ბაზარზე გაიყიდება.

    თბილისის მერიის ინფორმაციით, მშენებლობისთვის 1 წელია გათვალისწინებული. სამშენებლო სამუშაოები კი თვენახევარ-ორ თვეში დაიწყება.

    ქარხნის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გასული წლის მარტში გამოცხადდა, რომელშიც 13-მა კომპანიამ წარმოადგინა წინადადებები. ამ კომპანიების წინადადებები უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა და გამარჯვებულად ქართული კომპანია შპს "კა დე ვე ჯორჯია" დაასახელა. (უწყებათშორის კომისიაში შედიოდნენ - თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები).

    გამარჯვებულ კომპანიასთან მემორანდუმი 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა. 


პარტნიორები