მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  მაისი  2017

    წელს 11 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება

    "გროს ენერჯი ჯგუფის" ხელმძღვანელის თქმით, მათი კომპანიის პროექტებით წელს $304 მილიონის ღირებულების 11 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება, - წერს სააგენტო bm.ge.

    გამოცემის ცნობით, საქმე ეხება მდინარე ტეხურასა და ხოხბისწყალზე 3-საფეხურიანი კასკადის, ასევე მდინარე ხაისურაზე 2-საფეხურიანი კასკადის მოწყობას და მდინარე არაგვზე მცირე ჰესის მშენებლობას.

    კომპანიის განცხადებით, ყველაზე მასშტაბური მდინარე ტეხურაზე მოწყობილი კასკადი იქნება, რომლის ღირებულება 200 მილიონი დოლარია, ხაისურაზე მოწყობილ ჰესებზე 28 მილიონი დაიხარჯება, არაგვზე - 60 მილიონი, ხოლო ხოხბისწყალზე - 6 მილიონი.

    ჰესების ნაწილზე ენერგეტიკის სამინისტროსთან მემორანდუმი უკვე გაფორმებულია, ნაწილზე კი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

    "გროს ენერჯი ჯგუფი" 2009 წელს დაარსდა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების შედგენას, დოკუმენტაციის მომზადებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აჭარაში "შუახევი ჰესის“ მშენებლობასაც უწევს ზედამხედველობას.


პარტნიორები