მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  მაისი  2017

    გაზპრომმა თურქული ნაკადის შავი ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

    "გაზპრომმა" გაზსადენის - "თურქული ნაკადის" შავი ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელ ალექსეი მილერის განმარტებით, პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება და როგორც დაგეგმილია, 2019 წელს ევროპა რუსულ გაზს თურქეთის გავლით მიიღებს.

    "გვექნება საიმედო მარშრუტი რუსული გაზის იმპორტირებისთვის", - აღნიშნა ალექსეი მილერმა.

    შავი ზღვის მონაკვეთის მშენებლობა რუსეთის და თურქეთის პირველი პირების 3 მაისის შეხვედრის შემდეგ დაიწყო. გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიკაციის დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა ხელი 7 თებერვალს მოაწერა.

    პროექტზე თურქეთის მხრიდან პასუხისმგებელია "ბოტაში".

     

    imedinews.ge


პარტნიორები