მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  მაისი  2017

    მესტიის აეროპორტი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი აეროპორტების ათეულში კიდევ ერთხელ მოხვდა

    BBC-ის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიაში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი რუსულმა გამოცემა Lenta.ru-მაც შეიყვანა. გამოცემის მიერ შედგენილ ათეულში მოხვდნენ ბაქოს, სინგაპურის, ლიონის და სხვა აეროპორტები. „კომერსანტი" გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების ათეულს.

    1.ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტი

    ბაქოს აეროპორტი არის პირველი, თუმცა არა უკანასკნელი ობიექტი, რომელიც იწვევს მოგზაურის გაოცებას. აეროპორტი შედგება 2 ტერმინალისგან - შიდა და საერთაშორისო რეისებისთვის, ის გამოიყურება ძალიან თანამედროვედ და ორიგინალურად. აეროპორტის შენობაში ძალიან ბევრი მაღაზია, რესტორანია. ასევე ჩვეულებისამებრ Duty Free ბარგის მიღების ზონაში.

     

    2. „ჩანგი", სინგაპური

    სინგაპურის აეროპორტმა „ჩანგიმ" უკვე 19-ჯერ მიიღო მსოფლიოში საუკეთესოს წოდება. შედარებით მცირე ტერიტორიაზე - 13 კვ. კმ-ზე. - მგზავრებს შეუძლიათ გაისეირნონ რამდენიმე ბაღში, მოინახულონ ჩანჩქერი, იცურაონ აუზში. იმათთვის, ვინც ასრულებს ტრანზიტულ რეისებს და ელოდება თვითმფრინავს 6 საათზე მეტს, გათვალისწინებულია უფასო ექსკურსიები ქალაქში.

     

    3. „სენტ ეგზიუპერი", ლიონი, საფრანგეთი

    ცნობილი ფრანგი მწერლის ანტუან სენტ-ეგზიუპერის სახელობის აეროპორტი გაიხსნა ქალაქ ლიონში 1975 წელს, როდესაც აღმოჩნდა, რომ უკვე მოქმედი აეროპორტი ვერ უძლებდა მგზავრთა ნაკადის ზრდას. ახალი აეროპორტის პროექტი ეკუთვნის ესპანელ არქიტექტორს სანტიაგო კალატავრას და ითვლება თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად.

     

    4. „მენარა", მარაკეში, მაროკო

    ეს აეროპორტი აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკული არმიის მიერ მე-2 მსოფლიო ომში ტვირთების და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის. აეროპორტის თანამედროვე შენობა აშენდა 2008 წელს, ადგილობრივი არქიტექტორების პროექტის მიხედვით, რომელშიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიები და მაროკოს კულტურის ტრადიციები.

     

     

    5. თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, მესტია, საქართველო

    მეფე თამარის აეროპორტი - საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი პროექტია. ეს პატარა ფუტურისტული შენობა გაჩნდა მთის კურორტ მესტიაში, სადაც ცხოვრობს 3000 კაცი. მშენებლობა დასრულდა 2010 წელს, მაგრამ უკვე მოხვდა ბევრ მოწინავე რეიტინგში. აეროპორტში ძალიან ცოტა ადგილია, თანაც ის იღებს მხოლოდ პატარა თვითმფრინავებს - ზაფხულში 50 მგზავრას, ზამთარში - 12-მდე. აეროპორტის მაქსიმალური დათვირთვაა - 1 რეისი საათში.

     

    6.„შენჩჟენ ბაოან", შენჩჟენი, ჩინეთი

    „შენჩჟენ ბაოან" არის ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი აეროპორტი, სადაც შეიძლება მისვლა ბორანით, რომელიც დადის ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტიდან. ეს აძლევს ტრანზიტულ მგზავრებს ერთი აეროპორტიდან მეორეში სასაზღვრო და საბაჟო შემოწმების გარეშე გადასვლის საშუალებას. პროექტის ავტორები არიან იტალიელები მასიმილანო და დორიანა ფუქსასები.

     

    7. „ბარაჰას", მადრიდი, ესპანეთი

    მარდირის აეროპორტი „ბარაჰას" არის ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში. ყოველდღე ის ემსახურება თითქმის 130 000 მგზავრს, 2015 წელს მგზავთა ნაკადმა შეადგინა 46 მლნ. ერთ-ერთი ახალი ტერმინალი აშენდა 2006 წელს. ანტონიო ლამელას და რიჩარდ როჯერსის პროექტს ერგო რამდენიმე პრესტიჟული არქიტექტურული პრემია. ჭერის დეკორში გამოყენებულია ბამბუკი და დიდი ფანჯრები, რომლებიც ქმნიან სიმშვიდის შეგრძნებას. აეროპორტის ტერმინალებს შორის მოძრაობს მეტრო.

     

    8. „პულკოვო", სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი

    სანქტ-პეტერბურგის აეროპორტი ხშირად იღებს სხვადასხვა ჯილდოებს დიზაინის სფეროში, 2016 წელს მას წილად ხდა ჟურნალ Entrepreneur Magazine-ის ჯილოდი Business Travel Awards-2016. ტერმინალის პროექტი დაამუშავა ლონდონის არქიტექტურულმა ბიურომ Grimshaw&Partners Ltd, ნავიგაციის სისტემის დიზაინი ეკუთვნის რუს დიზაინერს არტემ ლებედევს.

     

    9.„ინჩხონი", ინჩხონი, სამხრეთ კორეა

    სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავარი აეროპორტი მდებარეობს ქალაქ თანამგზავრ ინჩხონში, სეულისგან 70 კილომეტრში. შედის მსოფლიოს უმსხვილესი აეროპორტების სიაში, 2005 წლიდან აღიარებულია როგორც მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების საერთაშორისი საბჭოს მიერ. 2015 წელს „ინჩჰონმა" მიიღო 5-ბალიანი შეფასება ბრიტანული კვლევით კომპანიის Skytrax-სგამ. აეროპორტში მგზავრებისთვის გათვალისწინებულია მრავალი სერვისი და გართობა - სპა-სალონები, სათამაშო ოთახები, კინოთეატრი, სასრიალო მოედანი, უფასო ინტერნეტი, მრავალი რესტორანი და კაფე.

     

    10. დალესის სახელობის აეროპორტი, ვაშინგტონი, აშშ

    1984 წლამდე ვაშინგტონის, ისევე როგორც ნიუ-იორკის, აეროპორტი ატარებდა ჯონ კენედის სახელს, თუმცა შემდეგ მას დაერქვა ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ დალესის სახელი. შენობა აგებულია ფინური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის ეერო საარინენის პროექტის მიხედვით. მან მიაღწია მაქსიმალურ სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას ფუნქციონალურობის შენარჩუნებით.

     

     

    MYREST.GE


პარტნიორები