სიახლეები
-
ანთ გრუპი სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნის
კომპანია „ანთ გრუპი" სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნის.
კომპანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობს და აცხადებს, რომ ახალ საწარმოში სასახურავე მასალებს, სამშენებლო აქსესუარებს და თაბაშირ-მუყაოს ფილებს გამოუშვებს.
საწარმო 2017 წლის ივლისში გაიხსნება. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 288 000 ლარს შეადგენს, სესხის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.




