მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  მაისი  2017

    "გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი, ჩვენ უნდა დავხარჯოთ 10 მილიარდ ლარამდე სამი-ოთხი წლის განმავლობაში"

    ,,საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი'' - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ,,მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

    ,,ბევრ ქვეყანაში სამშენებლო სექტორს ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში წამყვანი პოზიცია უკავია. ჩვენი სამშენებლო სექტორი დღეს პრობლემატურია, დგას რეალური გამოწვევების წინაშე. გამომდინარე აქედან, აქტიურად ვმუშაობთ ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან" ერთად, რომ ეს პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. ამ პროცესებში ყველა კომპანია ჩართულია. საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი, ჩვენ უნდა დავხარჯოთ 10 მილიარდ ლარამდე უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს თანხები ძირითადად ქართველი მშენებლების მეშვეობით დაიხარჯება. საჭიროა ამნიადაგის მომზადება საკანონმდებლო ბაზის მიმართულებითაც, მშენებლობა მხოლოდ ინჟინერია არ არის და აქ ფინანსური მენეჯმენტიც მნიშვნელოვანია'' - განაცხადა მინისტრმა.

    კონფერენციის დასასრულს ხელი მოეწერა მემორანდუმს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა და ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია -"Experto Consulting"-ს შორის.


პარტნიორები