მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  მაისი  2016

    ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი, თანაინვეტსირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი $120 მლნ ინვესტიციას განახორციელებენ

    ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა $120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.

    პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. მხარეებს შორის საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის ივნისშია დაგეგმილი. ფონდებიდან ინვესტიციების მოზიდვაზე დამატებით, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მსხვილ პროექტებზე თანამშრომლობა და ჰანიველ პარტნერსის ექსპერტული გამოცდილება პირველადი სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში.

    პროექტის ფარგლებში, $100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება კასპის ქარხანაში ახალი, მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დანერგვაში, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმოების პროცესის ეფექტურობა. კასპის ქარხანაში წარმოების ახალი ხაზის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაიწყო. ძირითადი სამუშაოების განხორციელება კი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება.

    დამატებით $20 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნეს სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რაც ითვალისწინებს ბეტონის და ინერტული მასალების ქარხნების ქსელის გაფართოვებას საქართველოს მასშტაბით. პარტნიორები ასევე სწავლობენ დასავლეთ საქართველოში არსებული საწარმოო ბაზის გაფართოვების პერსპექტივას.

    ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-2018 წლებში განხორციელდება.

    ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბიზნეს აქტივობები 2006 წელს დაიწყო. ბიზნესის განვითარების 10 წლიანი უწყვეტი პროცესის შედეგად, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მლნ ტონას აჭარბებს და გამოირჩევა მაღალი ხარისხით.

    ცემენტის არსებულ საწარმოს საქართველოს ბაზარზე პოზიციებს უმყარებს საკუთარი, 12 ბეტონის ქარხნისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც ჯამში წლიურად 670.000 მ³ ბეტონს აწარმოებენ. თავის მხრივ, ბეტონის წარმოებისთვის ქვიშისა და ინერტული მასალების მიწოდება ნაწილობრივ უზრუნველყფილია ბათუმსა და თბილისში განთავსებული ინერტული მასალების მწარმოებელი ქარხნებით.

    ჰანიველ პარტნერსი არის პირდაპირი ინვესტიციების, აქტივების მართვისა და აღდგენის კომპანია, ოფისებით ლონდონში, თბილისში, კიევსა და მაიამიში. კომპანიის ბიზნეს აქტივობები ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. საქართველოში ჰანიველ პარტნერსი რამდენიმე მსხვილი კომპანიის მართვაშია ჩართული, მათ შორის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

     

     


პარტნიორები