სიახლეები
-
02 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
გურიაში ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს გურიაშიც, სადაც სამი სკოლა შენდება. სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ზედამხედველობას ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესზე.
სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. შენობაში იქნება ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.