მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  მაისი  2017

    ქუთაისში ''წლის ბიზნესი 2016''-ის დაჯილდოვების წლის სამშენებლო კომპანიად შპს "ტობე" დასახელდა

    ქუთაისში ''წლის ბიზნესი 2016''-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით, ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის მეორედ ჩატარდა.

    კონკურსი მიზნად წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას ისახავდა. ამ კომპანიებს მენეჯმენტის ძალისხმევით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში, ჩვენს მიერ ორგანიზებული კონკურსი ხელს უწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდას და მათი ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციას. სპეციალური პრიზით სულ 15 კომპანია დაჯილდოვდა.

    კონკურში მონაწილეობა 46- მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა 15 ნომინაცია. გამარჯვებულებს საჩუქრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ვიცე-გუბერნატორებმა: პაატა ნადირაძემ, იოსებ ხახალეიშვილმა,მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სამსახურის უფროსებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

    ნომინაციაში წლის ''ქველმოქმედი'', გაიმარჯვა ქუთაისის რეგიონალურმა სტომატოლოგიურმა ცენტრმა. წლის ''დამსაქმებელი'' საზოგადოება ''იმერი'' გახდა.

    ნომინაციაში ''ქალი მეწარმე'' გაიმარჯვა შპს ''გურმანის'' მფლობელმა ფატი გრიგოლავამ.

    ნომინაციაში წლის ''სტარტაპი'' გაიმარჯვა -ამხანაგობა ''კრეპომანია''.

    "წლის ექსპორტიორი"–ი.მ დავით ჩაფრავა​ გახდა. ნომინაციაში წლის სამრეწველო კომპანია" გაიმარჯვა -- შპს "ექსტრა მითი". საუკეთესო სამედიცინო კომპანია შპს ,"კლინიკა ლჯ" გახდა.

    წლის სამშენებლო კომპანიად --შპს "ტობე" დასახელდა. ნომინაცია წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება --შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესი“.

    ნომინაცია წლის სასტუმრო --შპს "ბაგრატი1003“. ნომინაცია წლის ინვესტორი--შპს "თეთრი ხიდი“-გახდა. ნომინაცია წლის მზარდი ბიზნესი შპს "დიზაინკომპლექსი".

    ნომინაცია წლის ტურისტული კომპანია - "ვანდერლენდი" ნომინაცია მერიის სპეციალური პრიზი--შპს ტელე-რადიო კომპანია "რიონს" ერგო.

     

    შეგახსენებთ:

    შპს "ტობე" დაარსდა 2003 წლის 22 ნოემბერს და მას შედეგ არაერთ სამშენებლო პროექტში მიიღო მონაწილეობა.

    კომპანიისათვის განსაკუთრებით საამაყოა მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის სრული რეაბილიტაცია.

    მნიშვნელოვანი პროექტებიდან გამოსაყოფია ქუთაისის ყინულის მოედანი, რომელიც ასევე 2011 წელს აშენდა.

    გარდა სამშენებლო საქმიანობისა კომპანია ტობე სთავაზობს მომხმარებლებს თითქმის ყველა სახის სამშენებლო მასალებს.

    ადგილზე მიტანის სერვისაც, რაც უფრო ეფექტურს ხდის მიწოდების პროცესს.



    კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია

    ტელეფონი 571-55-55-01; 577-48-06-70; 0(431)-26-74-37
    დირექტორი: თენგიზ ჩირაძე
    საიდ. კოდი: 212817610
    ელ-ფოსტა ltdtobe@gmail.com
    მისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის #4|
    ვებ გვერდი: http://tobe.ge/


პარტნიორები