სიახლეები
-
სამშენებლო კომპანია DarBuilding - გვპასუხობს კითხვებზე, თუ რა პროცედურებია საჭირო საქართველოში მშენებარე სახლში ბინის შესაძენად?
ბინის ყიდვა
1. ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების გაფომება სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა.
3. საკუთრების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ბინის შეძენისას მშენებარე სახლში – ფორმდება ორი ხელშეკრულება ერთი წინასწარი და მეორე საბოლაო. წინასწარი ხელშეკრულება მოიცავს: - კომპანიის ვალდებულება ჩაბარდეს სახლი მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში ( კედლების განლაგებით, ფანჯრების, კარების და ა.შ.) - მხარეების ვალდებულები არიან სამომავლოდ საბოლაო ხელშეკრულება გააფორმონ. -წინასწარი ხელშეკრულების ხელის მოწერიდან საბოლაო ხელშეკრულების გაფორმებამდე მყიდველი ირეგისტრირებს ბინას როგორ სამომავლო მფლობელი. -საბოლაო ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავიანით მოვალეობები: კომპანია ააშენებს და ჩააბარებს სახლს კონტრაქტში მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში. მყიდველი ვალდებულია დაფაროს ბინის ღირებულება ბოლომდე. -ამის შემდეგ მოხდება ბინის შეძენის ხელშეკრულების დარეგისტრირება მყიდველის მიერ საჯარო რეესტრში როგორც საკუთრების.
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის).
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
4. მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ელექტრონული ვერსია)
5. მთლიანი სახლის გეგმა სართულების ბინების განლაგების მიხედვით.
6. ბინის გეგმა.
7. დამადასტურებელი ქვითარი საჯარო რეესტრიში რეგისტრაციის ღირებულების. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნდობით აჭურვილი პირი დაინტერესებული პირის, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ბინის შეძენა ახალ აშენებულ სახლში
1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმდება სამშენებლო დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა.
3. საკუთრების დადასტურება საჯარო რეესტრში.
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის).
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმონის ასლი.
3.სახლის ექსპლატაციაში შესვლის დამადასტურებელი საბუთი (ელექტრონული ვერსია)
4. ბინის გეგმა.
5. დამადასტურებელი ქვითარი საჯარო რეესტრიში რეგისტრაციის ღირებულების. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნდობით აჭურვილი პირი დაინტერესებული პირის, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
რა ღირს საჯარო რეესტრის გაფორმების მომსახურება?
გაფორმების ღირებულება და ვადები საჯარო რეესტრში: 4 სამუშაო დღე (არ ითვლება განაცხადის შეტანის დღე) -50 ლარი
1 სამუშაო დღე (არ ითვლება განაცხადის შეტანის დღე) -150 ლარი
ხელშეკრულების შეტანის დღეს გაფორმება – 200 ლარი
შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინის შეძენა საქართველოში?
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიამ შეუძლიათ უძრავი ქონების შეიძენა საქართველოში.
სამშენებლო კომპანია "შპს. “DAR BUILDING”
http://thouse.ge/company/darbuilding




