სიახლეები
-
თბილისში ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის #19ა-ში მდებარე კორპუსში ცენტრალური კოლონა გაიბზარა.
დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებმა ნაძალადევის გამგეობას მიმართეს. კორპუსში 95 ოჯახი ცხოვრობს. ტერიტორია ამ წუთებში, შემოღობილია.
ნაძალადევის გამგებლის ირაკლი ხელაძის განცხადებით, პირველადი ექსპერტიზით, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ადგილობრივებს დროებითი საცხოვრებლით გამგეობა უზრუნველყოფს, პარალელურად, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.




