მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  აპრილი  2017

    თბილისში შარაშიძის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისის მთაწმინდის რაიონში, შარაშიძის ქ. №6-ში ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

    თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სახლის ავარიული ნაწილის, ხის კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. პროექტის მიხედვით, ხის ნაწილი ბეტონის კონსტრუქციით შეიცვლება, გამაგრდება საძირკველი და სახლის მზიდი კედლები. შარაშიძის №6-ში 16 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ღირებულების 90%-ს გამგეობა, ხოლო 10%-ს მოსახლეობა გადაიხდის.

    მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში 17 ავარიული სახლი გაამაგრა.

    სამუშაოების მიმდინარე პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ, მიხეილ გოგოლიძემ დაათვალიერა.


პარტნიორები