სიახლეები
-
29 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
რა ჯდება თბილისში საცხოვრებელი სახლის რემონტის შემდეგ სამშენებლო ნარჩენის ნაგავსაყრელზე განთავსება (?)
სახლის რემონტის დასრულების შემდეგ, თბილისის მაცხოვრელებლებმა სამშენებლო ნარჩენები გლდანში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე უნდა განათავსონ, რომელიც შპს “თბილსერვის ჯგუფის” გაქვემდებარებაშია.
არსებობს ორი მომსახურება და ორივე ფასიანია. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ნარჩენების ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს, მას მხოლოდ ნაგავსაყრელზე განთავსებისთვის დაწესებული საფასურის გადახდა მოუწევს, რომელიც 7-დან 35 ლარამდე მერყეობს ნაგვის მოცულობის მიხედვით. „თბილსერვისის“ დახმარების შემთხვევაში კი, ამ თანხას კომპანიის თანამშრომელთა მომსახურების საფასურიც ემატება და საბოლოო ჯამში 1500 ლარზე მეტი დაუჯდება. სამშენებლო ნარჩენის სხვა ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსება კი, 500- დან 1500 ლარამდეა ჯარიმას ითვალისწინებს.
თბილისში ამ დროისთვის სამშენებლო ნარჩენებისთვის განკუთვნილი მხოლოდ ერთი ნაგავსაყრელია, რომელიც გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მდებაროებს, ასევე, იგეგმება მსგავსი ნაგავსაყრელის გახსნა დიღომში შემოვლითი გზის 15 კილომეტრში.
მათივე განმარტებით, ნაგავსაყრელზე 5 ტონამდე ნარჩენის განთავსება 9 ლარი ღირს. მოქალაქეს, რომელსაც სურს “თბილსერვისის” მომსახურებით ისარგებლოს, უნდა შემოიტანოს განაცხადი კახეთის გზატკეცილის #67-ში ან ბელიაშვილი ქუჩის #25-ში მდებარე კომპანიის ოფისებში. ამის შემდეგ დაითვლება თუ რა დაჯდება მომსახურება: ნარჩენის რაოდენობა, სად მდებარეობს, რამდენი ადამიანი დასჭირდება.“იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო ნარჩენი 5 ტონას შეადგენს, მოქალაქის საცხოვრებელი სახლი კი, გლდანში მდებარეობს და მას დასჭირდება 2 ადამიანის დახმარება, „თბილსერვისს“ ამ მომსახურებისთვის 1 459 ლარი უნდა გადაუხადოს. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე თავად მიიტანს ნაგავს, გაფორმდება ხელშეკრულება და გარკვეულ თანხას გადაიხდის. 5 ტონამდე ნარჩენის განთავსება 9 ლარი ღირს“, – განმარტავენ „თბილსერვისში“.
მათივე ინფორმაციით, ამ თანხაში შედის ტრანსპორტირება, საწვავის ხარჯი, მუშახელის მომსახურება,ნარჩენის სატვირთო ავტომანქანაში განთავსება და პოლიგონზე შეტანის ხარჯი.