მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  აპრილი  2017

    სამუშაო შეხვედრა-არბიტრაჟი, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმი.

    დღეს, 28 აპრილს, სასტუმროში „Radisson Blu”, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით, ჩაატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიების იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელები, ასოციაციის პროდუქტ Construct.ge-ს პარტნიორი - მასალების მწარმოებელი კომპანიები და საექსპერტო დაწესებულებები.

    შეხვედრის მიზანი იყო არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენა სასამართლოსთან შედარებით.

    შეხვედრა წარიმართა ორმხრივი დისკუსიის ფორმატში, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ მესმინათ პრაქტიკული რჩევები ბიზნეს დავების გადაწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით სამშენებლო სფეროს მიმართულებით.

    შეხვედრაზე განხილული იქნა არბიტრაჟში დავის განხილვის თავისებურებები საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მაგალითზე.


პარტნიორები