მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  აპრილი  2017

    ტყიბულის რაიონში, სოფელ წყნორში კიდევ ერთი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

    კიდევ ერთი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ტყიბულის რაიონში, სოფელ წყნორში აშენდება.
    ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში შპს „გეო-ფლაუერსს“ სოფელ წყნორში მდებარე 173 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით იჯარით გადაეცა 
    ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    პროგრამის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: http://apma.ge/projects/read/project_scope/12:parent


პარტნიორები