მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  აპრილი  2017

    მარტვილში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

    მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ქ. მარტვილის ქუჩებზე, კერძოდ, 9 აპრილის, თელი წოწორიას ქუჩისა და მშვიდობის ქუჩის III შესახვევის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ქ. მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ბარამიამ, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა ჯაბა გეგეჭკორმა და ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსმა გოჩა ხურცილავამ დაათვალიერეს. სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნენ და მოსახლეობასა და მუშახელს გაესაუბრნენ.

     


პარტნიორები