სიახლეები
-
27 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სოფელ მერიის ხიდიდან მდინარე „ჭახვათას“ ხიდამდე გზის პროექტირება - რეაბილიტაციას
სამუშაოებზე დასაქმებულია 30 - მდე ადამიანი; პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება
ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გაეცნო.
„ დაზიანებული გზის პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებდათ და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების მხრივ ექმნებოდათ მოგვარდა. გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტის განხორციელებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასეთი მყისიერი რეაგირებისთვის“- განაცხადა გუბერნატორმა სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.