მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  აპრილი  2017

    ნუცუბიძის V მიკრორაიონში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისის ვაკის რაიონში, ნუცუბიძის V მიკრორაიონში ასასვლელი ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ახორციელებს.
    ​სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე გზის საფუძველი მოეწყობა, ბორდიურები გამოიცვლება და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, 3525 კვ. მ. ფართობის გზა განახლდება. სამუშაოები 25 ივნისამდე დასრულდება.


პარტნიორები