სიახლეები
-
თბილისში ბიწაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, ბიწაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება. მეორე ეტაპზე ამ ქუჩაზე პირველად დაიგება ორფენიანი ასფალტი.









