მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  აპრილი  2017

    წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 ქუჩაზე მიმდინარეობს

    ​თბილისის ვაკის რაიონში, წყნეთში, გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე საირმის, ამილახვრის, აფხაზეთის, ჩოლოყაშვილის, გრიშაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებენ.

    როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, საირმისა და და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე გზის საფარი 4217 მ2 ფართობზე განახლდება. პროექტის თანახმად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გრიშაშვილის ქუჩაზე, 10 211 მ2 გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები შეკეთდება. აფხაზეთის ქუჩის 5202მ2-სა და ამილახვარის ქუჩის 5742 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი ორ ფენად დაიგება, ტროტუარები კი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა. კაპიტალურად შეკეთდება აფხაზეთის ქუჩის მიერთებები – გაგრის ქუჩა (აფხაზეთის ქუჩიდან – გურამიშვილის ქუჩამდე) და გრიგოლ აბაშიძის ქუჩა (აფხაზეთის ქუჩიდან –

    18110948_1601342079890929_1886088762_o

     

    გურამიშვილის ქუჩამდე).საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წყნეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

    დავით ნარმანიას განცხადებით, წყნეთში, საგზაო სამუშაოები, რამდენიმე ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ცენტრალურ ქუჩებზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს, ხოლო შიდა გზებზე ვაკის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიები მუშაობენ.

    “საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები სრულდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში წყნეთში იმდენი გზა დაიგო, რამდენიც მანამდე არასდროს დაგებულა, რითაც საგზაო ინფრასტრუქტურა ამ რაიონში მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და, შესაბამისად, გადაადგილებაც უფრო კომფორტული გახდა”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
    სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანიები „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ და „ბლექსი გრუპი“ აწარმოებენ.

     


პარტნიორები