სიახლეები
-
25 აპრილი 2017თქვენი რეკლამა
მთავრობამ დაუსრულებელი მშენებლობებისთვის საგადასახადო შეღავათის 2 წლით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო
სამშენებლო ამნისტია, რომელის ფარგლებში 2008 წლამდე დაწყებული სამშენებლო ობიექტები, დღგ-ს გადახდისაგან თავისუფლდება, 2 წლით - 2020 წლამდე გაგრძელდება, – აღნიშნულს კანონპროექტთა ის პაკეტი ითვალისწიენებს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს გულისხმობს.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება და ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობის განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.
დაუსრულებელი მშენებლობებზე ამნისტიის 2 წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით "კომერსანტი" უკვე წერდა. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა რადიო „კომერსანტს" რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ამ თემით ბიზნესომბუდსმენის აპარატს „მენაშენეთა ასოციაციამ" მიმართა.



