მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  აპრილი  2017

    ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, ხოლო ქვეშეთი კობის მონაკვეთისთვის დეტალური პროექტირების სამუშაოებს იწყებს.



    როგორც „კომერსანტს" დეპარტამენტიდან აცნობეს, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ესპანური კომპანია „IDOM Consulting, Engineering, Architecture, SAU " წარმომადგენელმა იგნასიო ბალსა მარინმა მოაწერეს.


    ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.


    საპროექტო სამუშაოების ვადა 14 თვეა და მისი ღირებულება 3 156 240 ევროსა და 4 201 392 ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.


    ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობის მიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.


    აღნიშნული მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.


პარტნიორები