მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  აპრილი  2017

    კახეთში ჰიდროელექტროსადგურების კასკადები აშენდება

    კახეთში, მდინარე სამყურის წყალზე, ჰიდროელექტროსადგურების კასკადები აშენდება.

    პანკისის ხეობაში ორი ახალი ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

    პროექტის დაწყება ზაფხულში იგეგმება. 4,8 მეგავატი სიმძლავრის სამყური წყალი 1 და 28 მეგავატი სიმძლავრის სამყური წყალი 2-სათვის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ჯამში ორივე პროექტის განსახორციელებლად 46 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება. სამუშაოებს კომპანია შპს “ფერი” განახორციელებს.
    მოსახლეობას პროექტი უკვე გააცნეს. ადგილობრივები ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას დადებითად აფასებენ, თუმცა ეკოლოგიური საფრთხის გათვალისწინებას ითხოვენ.

    მშენებელი კომპანია შესაბამის ნებართვას ელოდება.


პარტნიორები