მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  აპრილი  2017

    თბილისი, ვაზისუბნის დასახლება განცხადება უძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ

    სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, II მ/რ-ის , კორპუსი N1-ის მიმდებარედ არსებული 756 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №01.17.07.014.016. უძრავი ქონების საწყისი ფასი 152 000 ლარი. სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

    ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2017 წლის 2 მაისს 17 საათზე. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

    სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე - კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
    აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/428456

    სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და მზად არის განიხილოს თქვენი დაინტერესება და წინადადებები საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით.

    თავის მხრივ, სააგენტო შემოგთავაზებთ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას და გაგაცნობთ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებით. ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge.


პარტნიორები