სიახლეები
-
22 აპრილი 2017თქვენი რეკლამა
გურჯაანის სოფელ ახაშენში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. პროექტს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელის , ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული იქნება ვენახები და სასტუმროდან კავკასიონის ხედი იქნება გადაშლილი. სასტუმრო 35-ნომრიანი იქნება და 4-ვე სეზონზე აქტიურად იმუშავებს. პროექტზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ერთ წელში დასრულდება.



