სიახლეები
-
21 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
აუქციონი: ბათუმი მ. აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მ.აბაშიძის ქუჩა N25 მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს.
აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია:
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული ქონების (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;
გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5(ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;
დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედება;
ე) აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
ვ) საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამე პირის მიერ, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მოქალაქის დასაქმება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
ზ) სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის პროფილის და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 20 (ოცი) წლის ვადით შენარჩუნება.
საწყისი ფასი: 15 000 000 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: გადასვლა