მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  მაისი  2016

    დავით აღმაშენებლის გამზირი N43 - ის რეკონსტრუქცია და რესტავრაცია პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.

    დავით აღმაშენებლის გამზირი N43 ადრე კუკიად წოდებულ თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. შენობა, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირის N43/სუნდუკიანის ქ.N2-შია განთავსებული, XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
    საცხოვრებელი სახლი დღეისათვის ძალზე სახეშეცვლილია. მიუხედავად იმასა, რომ შენობა ჩვენამდე საკმაოდ გადაკეთებული სახით მოვიდა, ისტორიული და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით, იგი ერთ-ერთი იმ საინტერესო შენობათაგანია, რომელთა ერთობლიობაც დღემდე განაპირობებს დავით აღმაშენებლის გამზირის მრავალფეროვნებას.
    საცხოვრებელი სახლი გეგმაში კვადრატთან მიახლოებული ფორმისაა. დაახლოებით ერთი სიგრძის ფასადები მართი კუთხით ვითარდება დავით აღმაშენებლის გამზირისა და სუნდუკიანის ქუჩის მიმართულებით, ქუჩათა გადაკვეთის ადგილზე კი „წაკვეთილია“.
    სახლი ორსართულინია, აგებულია აგურით, ფასადები შელესილია და შეღებილი. ამათგან შუაში ლითონის აჟურულმოაჯირებიანი შეკიდული აივანია მოწყობილი.
    სუნდუკიანის მხრიდან შემორჩენილია სადარბაზო კარი. ეს არის ხის ორფრთიანი პროფილირებული კარი ლითონის ჭვირული ჩანართებით.
    სუნდუკიანის ქუჩის მხრიდან შენობის ეზოში შესასვლელში ზღუდეში მოწყობილი თაღოვანი ჭიშკარია.
    დავით აღმაშენებლის გამზირი N43 - ის რეკონსტრუქცია და რესტავრაცია პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.


პარტნიორები