მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  აპრილი  2017

    ანაკლიაში განსახლების ხელშეკრულება 101 მესაკუთრესთან გაფორმდა

    ანაკლიის პორტის მშენებლობის არეალში მოყოლილი პირები საკუთრებას ტოვებენ. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში "კომერსანტს" განუცხადეს, ამ ეტაპზე 101 მესაკუთრესთან არის განსახლების ხელშეკრულება გაფორმებული.

    გახანგრძლივდა ქონების დატოვების ვადა. შესაბამისი კონპენსაციის გადახდის შემდეგ, მათ ქონება 30 ივნისამდე უნდა დატოვონ, ნაცვლად 15 აპრილისა.

    პორტის მშენებლობის არეალში 505 მიწის ნაკვეთი და 50 საცხოვრებელი სახლი, 1 კომერციული ობიექტი და 255 სათავსო ექცევა.

    განსახლებაზე 87.58 მლნ ლარი დაიხარჯება. ყველა ხარჯის, მათ შორის, გაუთვალისწინებელი ხარჯების (7.7 მლნ) გათვალისწინებით კი, განსახლების ბიუჯეტი 96 მლნ ლარით განისაზღვრა.

     

     

     

     


პარტნიორები